|
2021-11-17 19:57:38, 583 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ისნის რაიონის გამგეობამ არტურ ლაისტის ქუჩაზე 5200 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოაწყო. რეკრეაციული სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. - ამის სესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. „აქ ყველა ადამიანისთვის, პატარასთვის თუ მოხუცისთვის შესაბამისი გარემოა. ძაღლებისთვისაც სპეციალური სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების სისტემები, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, ველობილიკი მოეწყო. მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგეობას და მის თანამშრომლებს. ქალაქს ასეთი პროექტები სჭირდება. ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება, მსგავს სამუშაოებს ჩავატარებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ. „სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ორი საბავშვო და სპორტული მოედანი, ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, ფანჩატური, სარწყავი სისტემა და LED განათება. ასევე დაირგო ხე-მცენარეები. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 028 740 ლარით დაფინანსდა. რეკრეაციული სივრცე თბილისის მერთან ერთად, საკრებულოში და პარლამენტში ისნის მაჟორიტარმა დეპუტატებმაც დაათვალიერეს.“- ნათქვამია განცხადებაში.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)