02:29 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 18:17:36, 988 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2022 წლის ბოლოსთვის ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 500 დოლარზე მეტი იქნება

2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარზე მეტი იქნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი რეფორმები არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს სრულად აღადგინოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი და შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები.

„2022 წელს ჩვენ ველოდებით 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5,5 პროცენტი იქნება. 2021 წლის მდგომარეობით უკვე აღდგენილია 2020 წლის ეკონომიკური დანაკარგის 3/4. საბაზო და ოპტიმისტურ სცენარებში ჩვენ ველოდებით დანაკლისის თითქმის სრულად აღდგენას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics