14:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 17:30:51, 765 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდა

მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდა - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზიანა.

„ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის მაღალი წილი იყო მიზეზი იმისა, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდგომ თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო სექტორისთვის. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისის თვიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის 50 პროცენტს აჭარბებს. წლის დასაწყისის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, 2021 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მიღებული შემოსავლები 2019 წლის მესამედს მიაღწევს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სწრაფი აღდგენა ფიქსირდება საგარეო ვაჭრობაშიც. მაღალი ტემპებით იზრდება ფულადი გზავნილებიც და 2019 წლის მაჩვენებელს 40 პროცენტით აღემატება. ინფლაციაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი ინფლაცია პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად შენარჩუნებული ეკონომიკური პრობლემაა მთელ მსოფლიოში.

„უმეტესწილად ჩვენი ორნიშნა ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. მომდევნო წლის მარტიდან, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის პარალელურად, ჩვენ ველით ინფლაციის მაჩვენებლის ეტაპობრივ კლებას და წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics