|
2021-11-16 17:21:39, 410 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერია გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისთვის, სამუშაოები ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის I შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „დღეს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ეს არის გლდანის რაიონში პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორია. კონკრეტულად, ინგუშეთის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სრულად რეაბილიტირდა. მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის თხოვნაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ მათ დავპირდით, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ათწუთიანი შუალედით. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არის მონაკვეთები, სადაც გარე განათების პრობლემაა. ამასაც მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, 1 400 მეტრ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩებზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა. პატარა ტბის დასახლებაში, ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის შესახვევებსა და ჩიხებში, დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. დასახლების არსებობის მანძილზე ასფალტიანი გზა პირველად ეწყობა, რის შემდეგაც, მოსახლეობის მოთხოვნით, აღნიშნულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო, უახლოეს დღეებში მთლიანად დასრულდება. დედაქალაქის მერთად ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ასევე, გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)