|
2021-11-16 10:30:13, 504 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი ამოქმედდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, „სოფლის განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, 50 მოსწავლეზე გათვლილი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი შპს „ეს სასწავლო ცენტრმა” გახსნა. ცენტრის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 57,000 ლარი განხორციელდა, საიდანაც 45,000 ლარი „სოფლის განვითარების პროგრამის” გრანტია. სასწავლო ცენტრში 5 ადგილობრივია დასაქმებული. „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 48 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 5 მილიონ ლარზე მეტია. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ახლადგახსნილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა, რაც ჩვენი სოფლის მოსახლების გაძლიერების მთავარი ბერკეტია.“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლის განვითარების არაერთი ინიციატივა იქნა მხარდაჭერილი, რომლებიც განხორციელდა და შედეგებიც უკვე სახეზეა. „გაეროს განვითარების პროგრამა, ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოში სოფლად განვითარების პროგრამებს. ფინანსდება ბიზნესიდეები და ბიზნესპროექტები, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ განვითარებას, მათ შორისაა ისეთი პროექტები, რომელიც დაკავშირებულია განათლების დონის ამაღლებასთან“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)