14:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 20:11:29, 963 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი Catapult VC შემოდის

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი  Catapult VC შემოდის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 50 მილიონიან ფონდს Catapult Georgia One-ს დააფუძნებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ფონდი სილიკონ ველიზე საქმიანობს და ასობით სტარტაპი ყავს დაფინანსებული.

„Catapult VC-ის გადაწყვეტილებით საქართველოში შეიქმნება კერძო ფონდი, რომელიც დააფინანსებს ქართულ სტარტაპებს,  რომელშიც სახელმწიფოც მცირედი მონაწილეობით იქნება წარმოდგენილი.   ეს არის იმის აღიარებაა, რომ  ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის ჩვენ შევქმენით იმდენად მიმზიდველი ეკოსისტემა, რომ მსგავსი მსხვილი ამერიკული ფონდები შემოდიან ქართული სტარტაპების დაფინანსების მიზნით. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ის მიმართულება, რომელიც უკვე ძალიან კონკურენტუნარიანია და ქართული სტარტაპები ღირსეულ კონკურენციას უწევენ გლობალურად სხვა სტარტაპებს. სწორედ ეს არის მომავლის ეკონომიკა, რომელიც უფრო სწრაფად განვითარდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

"დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ქვეყნის რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი  თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება და მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ინოვაციების სააგენტოც იქნება წარმოდგენილი.

Catapult-ი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში."- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics