|
2021-11-15 17:23:36, 589 ნახვა
საზოგადოება
კასპის პროფესიულ სასწავლებელში დღეს პირველი სასწავლო წელი დაიწყო
კასპის პროფესიულ სასწავლებელში დღეს პირველი სასწავლო წელი დაიწყო.-ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, კასპის კოლეჯი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა, რომელმაც ახალი სტანდარტებით გაიარა ავტორიზაცია. თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სრულად აღჭურვილი აუდიტორიები და ახლად გახსნილი სახელოსნოები 200-მდე სტუდენტს მისცემს საშუალებას შეისწავლოს მისთვის სასურველი სპეციალობა. „კოლეჯში ამჟამად 8 სპეცილობა შეისწავლება: ელექტროობა, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ვიზაჟის მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, იატაკისა და ფილის სამუშაოები, სამღებრო სამუშაოების შესრულება, სამკერვალო წარმოება, რეგიონული ტურისტული მეგზური. ყველა პროგრამაზე სწავლა უფასოა. 2022 წლის სასწავლო წლისთვის კასპის პროფესიულ კოლეჯში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის, მებოსტნეობის დამატება იგეგმება. ამისათვის, USAID/Zrda-ის დაფინანსებით კოლეჯში წინასწარ მოეწყო სასათბურე მეურნეობა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს კასპის პროფესიულ სასწავლებელს.“- ნათქვამია განცხადებაში.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)