00:22 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 14:13:32, 971 ნახვა

ეკონომიკა
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 31%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 24%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 904 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით, 175 მილიონი დოლარით მეტია. 
ექსპორტი კი გასულ თვეში 31.4%-ით გაიზარდა და 411 მილიონი შეადგინა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

ექსპორტი 29%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებითაც.

მთლიანად, 2021 წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია.

წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა და 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.3%-თ გაიზარდა და 7.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4.5 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სადაც გავიგებთ, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არჩევნები საქსონია-ანჰალტში: ულტრამემარჯვენე AfD-ს ისტორიულ გამარჯვებას აღწევს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics