2021-11-15 09:52:53, 844 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ბრალდებულის სასამართლო დარბაზში გადაყვანა.
ცნობისთვის, პროკურატურა ექს–პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,