|
2021-11-13 18:08:32, 559 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - თავი შეიკავეთ საჯარო სივრცეში პენიტენციურის წარმომადგენლის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერების განთავსებისგან
სახალხო დამცველი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერებისა და პოსტერების განთავსებისგან. „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეტაპირებისას, მის მიმართ შესაძლო სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითა. მოგვიანებით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ამ ქმედების შესაძლო განმახორციელებელი პირის შესახებ, რომელიც, მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. შედეგად, იდენტიფიცირებული პირის მიმართ შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი წარწერები და პოსტერები გავრცელდა როგორც ღია საჯარო სივრცეში, აგრეთვე, მის საცხოვრებელ კორპუსში. საგულისხმოა, რომ მოცემული ეტაპისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიუღებლად მიიჩნევს გამოძიების დასრულებამდე, მოხელის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ასეთ მასობრივ და უხეშ ჩარევას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა დადასტურებული არ არის. ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის ადრესატის ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დაცვის საჭიროებას და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერებისა და პოსტერების განთავსებისგან, რაც, შესაძლოა, ახალისებდეს, მათ შორის, ბავშვის მიმართ ძალადობას, ბულინგს თუ სხვაგვარ ქმედებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)