|
2021-11-12 16:43:27, 931 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში მედალს მოიპოვებენ, სპორტის უნივერსიტეტში გამოცდის გარეშე ჩაირიცხებიან
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას შეძლებენ. საკითხის მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში კანონის მოქმედება ვრცელდებოდა იმ სპორტსმენებზეც, რომლებიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებდნენ პირველ ადგილს. როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპრეოქტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვისას გამოითქვა შენიშვნები, რის შედეგადაც კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. „სპორტის კომიტეტის მიერ გამოთქმული იქნა შენიშვნები. კომიტეტის მოსაზრებით, კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები და კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები", - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს იმ დათქმით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა დ ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან დამატებითი კონსულტაციები გაიამრთება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)