|
2021-11-12 11:44:16, 863 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული პასპორტის წამკითხველები მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება. აღნიშნული აღჭურვილობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიძინა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ - ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)