14:30 - 06 Nov, 2026
|
2021-11-11 12:33:47, 665 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი
ამინდის პროგნოზის გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე დათბება. სინოპტიკოსთა ცნობით, 11-12 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. შემდგომში, 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 11-12 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)