|
2021-11-11 11:40:13, 709 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ქვემო ბოლნისში 600 კაცზე გათვლილი ახალი რიტუალების სახლი აშენდა
ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, სოფელ ქვემო ბოლნისში 600 კაცზე გათვლილი ახალი რიტუალების სახლი აშენდა. - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სველი წერტილები და ღია ფარდული. მათივე ინფორმაციით, ახლადაშენებული რიტუალების სახლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მომდევნო ეტაპზე ახალი რიტუალების სახლის ინვენტარით აღჭურვაც იგეგმება. ,,ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისას ჩვენ, უპირველესყოვლისა, მოსახლეობის ინტერესებსა და მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ამის ნათელი მაგალითი ქვემო ბოლნისში აშენებული ახალი რიტუალების სახლია. ადგილობრივები ახალი რიტუალების სახლის მშენებლობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ და მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება სწორედ ჩვენ შევძელით. პროექტი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების განხორციელება კვალავაც აქტიურად გაგრძელდება",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)