|
2021-11-10 16:46:55, 679 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პროცესზე მოითხოვა, რომ უზრუნველყონ სააკაშვილის სასამართლო პროცეზე დასწრება. "ახლა თქვენ ამბობთ, ჩავატაროთ და კიდევ 2 თვე უნდა დაგელოდოთ, ვნახოთ ქუჩაში რა მოხდება , ვნახოთ მიხეილ სააკაშილთან დაკავშირებით რა მოხდება , მოკვდება თუ გადარჩება , თუ მოკვდება ეს ტვირთი აღარ გექნებათ ... კეთილი ინებეთ და უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცეზე დასწრება." - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე. ამასთან ბასილაია აცხადებს რომ, ისინი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას ელოდებიან. "ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ ივლის. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროცესი ჩაცხრება და ხალხი გატყდება. ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის პროცესის კრიტიკულად დამძიმებას". - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)