12:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 13:38:41, 1058 ნახვა

სამართალი
უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გაშუქებას პირდაპირ ეთერში ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ესწრება.

საქმის ადვოკატები სასამართლო პროცესის სხვა მედიასაშუალებებისთვის გადაღების უფლების მიცემას ითხოვენ.

„როგორც ხედავთ, ოცამდე მედიამ მოგმართათ პროცესის გადაღების თხოვნით, მართალია საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს, თუმცა სხვა მედიას რატომ არ ეძლევა ამის საშუალება, არის გაუგებარი. სასამართლოს მიერ მოყვანილი კანონის საფუძველი არის ტყუილი, მაუწყებელს ანიჭებს უპირატესობას. შეგახსენებთ, რომ არაერთი პრეცედენტი იყო როდესაც რამდენიმე მედია აშუქებდა. ასევე, რაც კოვიდრეგულაციებზე თქვით, არის ტყუილი. უარი ამ მედიასაშუალებებზე, რაც თქვით ობიექტურ არგუმენტებს არ ემყარება, გთხოვთ ვინც მოგმართათ მედიამ დაუშვით“, – განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

სხდომას გიგი უგულავა 7 ნოემბრის საქმეზე  ბრალდებულის სტატუსით ესწრება. სასამართლო   პროცესის გაშუქებას უგულავა პირდაპირ ეთერში ითხოვს.

„პირველი არხს მაინც მიეცით ლაივის უფლება, ხომ იცით, რომ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანია, უამრავ ადამიანს აინტერესებს. რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს. თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებებში, ადამიანი არ მოგყავთ, ყველაფრის უფლებას გვართმევთ. თქვენთვის უკეთესი არ არის რომ საჯარო იყოს“, - მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლე ნინო ელიეშვილს.

მოსამართლემ გიგი უგულავას სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „ვწუხვარ, რომ ასე საუბრობთ ბატონო გიორგი, ხელს ნუ გვიშლით“.

ამასთან, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გიგი უგულავას პრეტენზიები გაუგებრია, რადგან სხდომას კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან მასალას სხვა ტელევიზიებსაც.

„გაუგებარია ეს პრეტენზიები, კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან. ნუ გვიყვირით“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.

ამასთან, უგულავამ პროკურორს მიმართა: „ხელებს ნუ შლი“.

სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics