|
2021-11-10 11:57:25, 539 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი” გაიმართა
„ქართული ღვინის ფორუმის" ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში, დეგუსტაცია-სემინარი „Amber Wine Festival in Boston" ღვინის პროფესიონალებისთვის, ხოლო ქალაქ ფილადელფიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. ფორუმის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც 9 ნოემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენცია ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას, მეღვინეობის სექტორში პანდემიით შექმნილ ახალი გამოწვევებს, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია-რეალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს მიეძღვნა. კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვა ონლაინ ფორმატში წარადგინა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი მიესალმნენ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორმა, პატრიკ მაკგოვერნმა (PATRICK MCGOVERN), ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტეფენ ბატიუკმა (STEPHEN BATIUK) და სხვებმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმი" მეოთხედ ჩატარდა. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, 2019 წელს კი, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა; გასულ წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ-ფორმატში გაიმართა. ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი" იმართება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოლო 6 წლის განმავლობაში ამერიკის ღვინის ბაზარზე გაყიდვების სტაბილურ ზრდას. რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 881 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)