20:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 11:11:28, 527 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალს, ვიცე-ადმირალ ეუჯინ ბლექს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC) აშშ-ს დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.

JMOC-ში შეხვედრას ვიცე-ადმირალ ეუჯინ ბლექთან ერთად ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: კონტრ-ადმირალი ჯეიმს მორლი (ნატო-ს საზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების მეთაურის მოადგილე), კონტრ-ადმირალი ენტონი კარულო (მე-6 ფლოტის სარდლის მოადგილე ოპერაციების და დაგეგმვის დარგში) და ბრიგადის გენერალი მარკუს ანიბეილი (ნატო-ს საზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების შტაბის უფროსი).

ნიკოლოზ შარაძემ ამერიკელ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და გაამახვილა ყურადღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მეთაურებთან, საზღვაო ხომალდების "Mount Witney"-სა და "Porter"-ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა.

დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთისა და ბათუმის სამმართველოებშიც. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.

ხომალდები ბათუმის პორტში 8 ნოემბერს შემოვიდნენ. საპორტო ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს - საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას.

ამერიკული გემები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics