|
2021-11-09 13:18:10, 643 ნახვა
საზოგადოება
გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლის ხის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა „ევროპა 2021” მიმოქცევაში შევიდა
კრწანისის ტყეპარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა. უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო. „კრწანისის ტყეპარკში მოეწყო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის, საკმლის ხის კორომი, რომელიც წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და ვიზიტორებისთვის ტყეპარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ახალი საფოსტო მარკა „ევროპა 2021”, რომელზეც გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივია გამოსახული, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შევიდა მიმოქცევაში. საფოსტო მარკის აღნიშნული ვიზუალით დამზადება მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების, გაცნობას. საფოსტო მარკის პრეზენტაციას ორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებამ, „საქართველოს ფოსტამ“ გაუწია. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს „Post Europe“- ის წარმომადგენელი მაირე ლოდი ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)