2021-11-09 13:14:52, 872 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა.
საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქმის მოსამართლე ნინო ელიეშვილი იქნება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არ ექს–პრეზიდენტი სასამართლო სხდომას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,