14:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 12:08:04, 810 ნახვა

ეკონომიკა
7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 1 აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში  საქართველოდან 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.5 ათასი ტონით (39%), ხოლო ღირებულება - 7.0 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (12,383 ტონა), გერმანიაში (2,090 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (311 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (148 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა),  ესტონეთში (38 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (719 ტონა), ჩინეთი (578 ტონა),  უკრაინა (236 ტონა), რუსეთი ( 211 ტონა), ბელარუსია (164 ტონა), ერაყი (144 ტონა), საუდის არაბეთი (133 ტონა), მექსიკა (120 ტონა), ალჟირი (104 ტონა), შვეიცარია (85 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა),  არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), ყირგიზეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა), ტუნისი (15 ტონა), იორდანია (14 ტონა) და დანარჩენი ქვეყნები (2 ტონა).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics