|
2021-11-07 13:45:18, 867 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე - ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სალხინოს მამათა მონასტერში ქადაგებისას ეპარქიიდან განდევნილ სასულიერო პირების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, მონასტერი განდგომილებისგან გაათავისუფლა, რისი ძალაც ღმერთმა მისცა. "ღვთის წყალობით, ჩვენ დღეს აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს ყველასთვის დიდი გაფრთხილება, რომ უფალი თავის ეკლესიას არავის არ მისცემს და არ ჩააბარებს თვითნებობისთვის და თავისი ინტერესების გატარებისთვის. ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი. დღეიდან უკვე აქ მსახურება აღესრულება ისე, როგორც შეეფერება ამ მონასტერს და ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორიც აქ უნდა იყოს. ყველაფერი შესრულდება ეკლესიის კანონით და წესით და ეს არის გაფრთხილება ყველა იმათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას და ცდილობს საქართველოს ეკლესიაში ვითომდა წესრიგის დამყარების სიტყვებით არეულობა შემოიტანოს. ვხედავთ, რა მძიმე ვითარება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში და ნელ-ნელა ეს მდგომარეობა მიილია და ცოტა ხანში, ჭყონდიდის ეპარქია იქნება ყოველგვარი განგომილებისა და უაზრო ქცევების გარეშე ემსახურება უფალს".- თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ. დღევანდელ წირვას სალხინოს მრევლი არ ესწრებოდა.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)