15:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 16:41:37, 4147 ნახვა

ეკონომიკა
ნავთობის გაძვირებამ კომპანია ვისოლის წინააღმდეგ 72 ათასი მოქალაქე ბოიკოტისთვის გააერთიანა

მოქალაქეებმა ნავთობიმპორტიორი კომპანია ვისოლის წინააღმდეგ მასშტაბური გაფიცვის აქცია დაიწყეს. "ფეისუქში" შეიქმნა ჯგუფი, სადაც უკვე 72 ათასი ადამიანი გაწევრიანებული. მოქალაქეები  "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფასის ყოველდღიურ ზრდას აპროტესტებენ.
"კამპანია, რომელმაც 24 საათზე ნაკლებში გაგვაერთიანა 50 000 ადამიანზე მეტი, მიზნად ისახავს საქართველოში საწვავის ფასების რეგულირებასა და მათ იმ ნიშნულამდდე დაწევას, რომელიც მისაღები იქნება კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე მოსახლეობისათვის. სტრატეგია რომელიც მოისაზრებს რომელიმე ერთი კონკრეტული ბენზინგასამათ სადგურის  უგუნებელყოფასა და მასზე უარის თქმას წარმატებით ხორციელდება, ვინაიდან და რაგდგანაც იყო მოსაზრებები და იდეები პროტესტის იმ ფორმაზე, როგორიცაა ავტომობილებიით
გზის დაკეტვა, შეგვიძლია გითხრათ, რომ პროტესტის ეს ფორმა უკვე გამოვცადეთ და ნაკლებ ეფექტურობით გამოირჩა. 
 რატომ ვისოლი? იმიტომ რომ ვისოლი არის უმახვილესი ნავთობკომპანია.
ჯგუფი "უარი საწვავის ფასებს" აპოლიტიკურია და ემსახურება მხოლოდ ჩვენს, ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და პროტესტის ჯანსაღ ფორმას. ჩვენ გვჯერა რომ მივაღწევთ სასურვეშედეგს ერთად დგომით." წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ფეისბუქზე" მოქალაქეები აქტიურად ავრცელებენ, ორ დღეში კომპანია ვისოლის დაცლილ ბენზინგასამართი სადგურების ფოტოებს. 

აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 47 ათასი ტონით (5,8%-ით) გაიზარდა და 854,5 ათასი ტონა შეადგინა. თითქმის 10%-ით გაზრდილია იმპორტი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც. 

იანვარ-სექტემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა 445,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც თითქმის 15%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის პერიოდზე. მოცემულ პერიოდში დიზელის საწვავის იმპორტმა - 409,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდზე 2,5%-ით არის შემცირებული. 

ბრენდირებულ სადგურებზე არსებულ ტენდენციის მიხედვით, ბოლო დღეებში ბრენდირებულ საცალო ქსელებში ფასი 5-7-10 თეთრით გაიზარდა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდას მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი განაპირობებს. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობზე მოთხოვნა მისი მიწოდების დეფიციტის პირობებში. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, მას განაპირობებს „ოპეკი +“-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ყოველთვიური მოპოვების (400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში) გაზრდასთან დაკავშირებით.

ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აიძულებს გადავიდნენ ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ოთო აბესაძე ამბობს, რომ ნავთობის ფასებს დაწევა განპირობებულია იმაზე გაუქმდება თუ არა საწვავის აქციზის გადასახადი. 

"საწვავის ფასის დაწევის მოთხოვნა უნდა იყოს არგუმენტირებული და რეალური. შესაბამისად დავწერ ყველა იმ პუნქტს თუ როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა. 
 უნდა მოვითხოვოთ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება. აქციზის გადასახადის გაუქმებით საწვავი საშუალოდ გაიაფდება 1 ლიტრი 80-90 თეთრით.  აქციზის გადასახადის გაუქმებით ბიუჯეტში შეიქმნება საშუალოდ 800 მილიონი ლარის დეფიციტი. 
ამ ლუფტის ამოვსება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით. ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ყოველწლიურად ვქირაობთ მთავრობას, რომლის შენახვა გვიჯდება 4.2 მილიარდი ლარი საშუალოდ. 
გაბერილი შტატების შემცირებით (380 000 საჯარო მოხელე გვყავს), სამთავრობო ავტოპარკის შემცირებით (წლიურად 140 მილიონი ჯდება შენახვა) და არამიზნობრივი ხარჯების შემცირებით სავსებით რეალურია ადმინისტრაციული ხარჯი დავიდეს 3 მილიარდ ლარზე და ამით ჩვენ უკან დაგვიბრუნდეს ჩვენი გადახდილი გადასახადი აქციზის გადასახადის გაუქმების სახით. 
ქამრების მოჭერის პოლიტიკის ფარგლებში (რაზეც ხაირად საუბრობენ, ეს სავსებით რეალურია) 
 ეს არის ერთადერთი გზა საწვავის სწრაფ ვადაში გაიაფების. სხვა არანაირ შემთხვევაში არ გაიაფდება. ნავთობიმპორტიორები დამოკიდებულები არიან საერთაშორისო ფასწარმოქმნაზე და მათ ფასზე უმნიშვნელო გავლენა აქვთ. რეალური პრობლემა ეს არის აქციზის გადასახადი. - აცხადებს ოთო აბესაძე.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქმენეთიდან განხორციელდა - 194,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 168,5 ათასი ტონა - 19,7%; რუსეთი - 164,2 ათასი ტონა - 19,2%; ბულგარეთი - 137,7 ათასი ტონა - 16,1%; რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 15,3%; საბერძნეთი - 25,5 ათასი ტონა - 3%. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics