21:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 20:26:21, 651 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დღეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის პარტნიორი იყო კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია.- ინფორმაცის ჯანდცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, დასაქმების ფორუმის ოფიციალური ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ  გახსნეს. მისასალმებელი სიტყვით მოწვეულ სტუმრებს მიმართეს კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილემ კახაბერ ერაძემ.

"ფორუმზე მოწვეული იყვნენ აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები, ასევე კრწანისის რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გასაუბრებოდნენ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელს. დამსაქმებლებმა კი კომპანიის არსებული ვაკანსიები შესთავაზეს აკადემიის კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო 20-მდე კერძო კომპანია, როგორიცაა: შპს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; სს „გუდვილი“;    Carrefour Georgia; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა კომპანიები." - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics