|
2021-11-05 15:02:12, 639 ნახვა
საზოგადოება
სოფელ რატევანში შიდა გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება
სოფელ რატევანში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ობიექტზე გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოეწყობაც.- ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს. ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნენ. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. სოფელ რატევანში შიდა გზის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე ადგილობრივები კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები 2020 წელსაც განვახორციელეთ და ეს პროცესი სოფელში სამომავლოდაც გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)