|
2021-11-05 14:14:40, 1014 ნახვა
ეკონომიკა
იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. -ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკის" პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 3-13 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ შარჟაში, მიმდინარე საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ფარგლებში, იუნესკოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინა წლების წიგნის მსოფლიო დედაქალაქების პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ღონისძიებას უდიდესმა საბიბლიოთეკო-საგანმანათლებლო კომპლექსმა „House of Wisdom“ უმასპინძლა, რომელიც შარჟაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, 2019 წელს გაიხსნა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა წიგნის მსოფლიო დედაქალაქების სამუშაო ქსელის შექმნა იყო. იუნესკოს აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომავალში სტატუსის მსურველ და განმახორციელებელ ქალაქებს პროექტის განხორციელებას. ამასთან, ქსელი, ამ ქალაქებს პროცესში გრძელვადიანი ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს, რაც პროექტის მთავარ გზავნილს - წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს უფრო გაამყარებს. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას."-ნათქვამია განცხადებაში. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)