2021-11-05 13:41:09, 994 ნახვა
სამართალი
ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
მათივე ინფორმაციით ამ წუთებში სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა, კერძოდ, ვიდეოკამერა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,