15:05 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 10:45:19, 457 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი მოლაპარაკებების ოქმს მოეწერა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში სამთავრობო  მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი მოეწერა მოლაპარაკებების ოქმს. 

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, სანტიაგო ალონსო როდრიგესმა ხელი მოაწერეს განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების ოქმს.
 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამომავლო მხარდაჭერა გათვალისწინებულია განვითარების ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა პროფესიული განათლება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, მდგრადი ურბანული განვითარება, ასევე, კარგი მმართველობა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო განვითარების სფეროში თითქმის 30 წელია, თანამშრომლობენ.  მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  მხარდაჭერამ, ჯამურად, დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics