|
2021-11-04 19:38:37, 713 ნახვა
საზოგადოება
რატომ უნდა შევიძინოთ ხელოვნური ნაძვის ხეები?
2021 წელი იწურება და დროა მოვემზადოთ ყველასთვის საყვარელი დღესასწაულთან შესახვედრად! საახალწლო სამზადისი ხომ წამოუდგენელია ნაძვის ხის გარეშე. ის ახალი წლის უპირობო სავიზიტო ბარათი და განუყრელი ნაწილია. პირველ რიგში, საინტერესოა, რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ნაძვის ხეს, როგორც მთავარ საახალწლო ატრიბუტს. მარადმწვანე მცენარეები უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ზამთრის ფესტივალების სიმბოლოდ. რადგან, ეს იყო მცენარეთა ჯგუფი, რომელიც მთელი წლის განვალობაში ძლებდა და ითვლებოდა, რომ ის სახლს ბოროტი სულებისგან, ჯადოქრებისგან, მოჩვენებებისგან და დაავასებებისგან იცავდა. ის ფაქტი, რომ მცენარეები მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებნენ სიმწვანეს, ხალხს აძლევდა რწმენას, რომ ისინი დაცულები და ჯანმრთელები იქნებოდნენ, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. რაც შეეხება უშუალოდ საშობაო ნაძვის ხის ტრადიციის წარმოშობას, ამის თაობაზე ევროპულ ფოლკლორში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს. ნაძვის ხე, თავდაპირველად, ზეიმის წარმართული რელიგიური სიმბოლო იყო. ენციკლოპედია ბრიტანიკას მიხედვით, ეს ტრადიცია დასავლეთ გერმანიიდან მოდის. შუა საუკუნეების პოპულარულ სპექტაკლში “ადამი და ევა” სამოთხეს სწორედ ნაძვის ხე განასახიერებდა. გერმანელები “სამოთხის ხეს” სახლებში 24 დეკემბერს რთავდნენ და მასზე ვაფლებს ჰკიდებდნენ, რითიც ევქარისტული პურის სიმბოლიზირებას ცდილობდნენ. მოგვიანებით, ვაფლები სხვადასხვა ფორმის ნამცხვრებმა შეცვალეს. ნაძვის მოსართავად ხშირად იყენებდნენ სანთლებსაც. იმავე ოთახში აწყობდნენ შობის პირამიდასაც, ხის სამკუთხა კონსტრუქციას, რომლის თაროებზეც საშობაო ფიგურებს დებდნენ და მარადმწვანე მცენარეებით, სანთლებითა და ვარსკვლავებით რთავდნენ. მე-16 საუკუნეში საშობაო პირამიდა და “სამოთხის ხე” ერთმანეთს შეერწყა და მივიღეთ თანამედროვე საშობაო ნაძვის ხე, რომელმაც პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა. სახლებში ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის ფუძემდებლად მარტინ ლუთერი ითვლება. როდესაც გერმანიის პრინცი ალბერტი 1840 წელს ინგლისში ჩავიდა და დედოფალ ვიქტორიაზე იქორწინა, მან საშობაო ნაძვის ხის ტრადიციაც თან ჩაიტანა. სამეფო ოჯახი საშობაო ნაძვის ხეს პატარა საჩუქრებით, სათამაშოებით, ტკბილეულითა და სანთლებით რთავდა. 1848 წელს სამეფო ოჯახის ნაძვის ხის ამსახველი ფოტო ლონდონის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა, რის შემდეგაც ეს ტრადიცია მოდურ ტრენდად იქცა. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებული ტრადიციაა ოჯახებისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც ისინი საშობაო დღესასწაულის ცენტრში, ერთად იკრიბებიან, ალამაზებენ ნაძვის ხეს, ცვლიან საჩუქრებს და დადებით ემოციებს. მოგეხსენებათ, ახალი წლის სამზადისი, ახალი წლის მოყვარულთათვის, განსაკუთრებული რიტუალია. გარდა იმ საფიქრალისა, თუ რა უნდა აჩუქოთ მეგობრებს და ახლობლებს, როგორ და სად შეხვდეთ ახალ წელს ან რა მოიმარაგოთ, არის კიდევ ერთი საშობაო თავსატეხი, რომელმაც, შეიძლება წინასაახალწლო სამზადისში თავი იჩინოს. ეს თავსატეხი ნაძვის ხის შერჩევას ეხება. დღესდღეობით, დიდი აქტუალობით ხელოვნური ნაძვის ხეები სარგებლობს. ჩვენ სწორედ ხელოვნური ნაძვის ხეების იმ უპირატესობებზე მოგიყვებით, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. რატომ ხელოვნური ნაძვის ხეები ? რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ ნაძვის ხესთან შედარებით ?
თუკი ბიუჯეტი თქვენი შვებულების ყველაზე დიდი საზრუნავია, ამ დეტალმა, შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილება გაამარტივოს, რადგან შეძლებთ, თავიდან აიცილოთ ბუნებრივი ნაძვის ხის ყიდვასთან დაკავშირებული ყოველწლიური ხარჯები.
ბუნებრივი ნაძვის ხეები ძალიან ლამაზია, გამოირჩევა ხარისხითაც, მაგრამ, სახლის პირობებში, ის აქტიურ მოვლას საჭიროებს, რისთვისაც, საჭიროა მეტი დრო და მოთმინება. ხელოვნური ნაძვის ხის ერთ-ერთი აშკარა უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ის არ საჭიროებს რაიმე სახის დამატებით მოვლას.
თქვენ შესაძლოა, ბუნებას ვერ მოსთხოვოთ ზუსტად ისეთი ნაძვის ხე, როგორიც ყოველთვის წარმოგედგინათ, მაგრამ, ხელოვნური ნაძვის ხე, შეგიძლიათ შეიძინოთ ან შეუკვეთოთ სწორედ ისეთი, როგორსაც მოისურვებთ. ცხადია, მრავალფეროვანი არჩევანი, შეგვიძლია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობად მივიჩნიოთ. ასე რომ, თუკი დათოვლილი, გირჩითა და კენკრით გაფორმებული ან სხვა, თქვენთვის სასურველი დიზაინის ნაძვის ხე ახლომდებარე მაღაზიაში ან ბაზრობაზე ვერ შეარჩიეთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი ყიდვა ონლაინ, ძალიან მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)