15:05 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 17:23:28, 587 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში კიდევ ორი ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება.-ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოები გლდანის III მიკრორაიონის N87 კორპუსსა და V მიკრორაიონის N12 კორპუსში ჩატარდა. სამუშაოების შედეგად, ორივე მისამართზე სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც კაბინა ასევე, მართვის კოლოფი.

„მიმდინარე წელს გლდანის რაიონში, ჯამში, 26 ამორტიზებული ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 407 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, ლიფტის მოდერნიზაციის სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ამხანაგობების მომართვის საფუძველზე ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-10% -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.“- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics