23:54 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 09:49:04, 392 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემა „სოციალური კოდექსი“ იყო, რომელიც წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება.

რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.

სოციალური კოდექსი დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა, სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები და სხვა.  რეფორმა გააუმჯობესებს დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემას, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, ორგანიზებისა და რეგულირების მექანიზმებს, გაზრდის მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობას.

„დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე და უკვე გადავედით სამუშაო ჯგუფების გააქტიურების ფაზაში. შევხვდით ევროპელ ექსპერტებს , სადაც არსებული პროგრესი და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაფინანსების  მექანიზმსა და ევროპულ გამოცდილებას“,-ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა. 

ექსპერტების განცხადებით, სოციალური კოდექსი უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ ყველა მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, შენარჩუნდება ფინანსური მდგრადობა  და გაუმჯობესდება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობა.

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპული სოციალური უსაფრთხოების სისტემის დაფინანსების მექანიზმები, ის პრინციპები თუ როგორ ხდება სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსება, მაგალითად, როგორიცაა: პენსია, ჯანდაცვის სერვისები, უმუშევრობა, უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. ერთმანეთს გერმანული სოციალური უსაფრთხოების მოდელის დაფინანსების ნაწილში საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გერმანულ  მოდელს სამაგალითოდ მოიაზრებს,  უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი ძალიან ხარჯიანია. ჩვენი ეროვნული ბიუჯეტის 30%   სოციალური დაცვის სერვისებზე იხარჯება“,-ამის შესახებ  ევროპელმა ექსპერტმა ჰაგენ ჰუგელშაფერმა განაცხადა.

სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და  ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება.

"სოციალურ  კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.

შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტები დიმიტრი ცქიტიშვილი და ალექსანდრე შარაშენიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics