23:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 12:10:02, 410 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისელი მეღვინეების კიდევ ერთი წარმატება - ღვინის საერთაშორისო კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა

ქალაქ თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ სივრცეში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia გაიმართა. კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა ბოლნისელმა მეღვინეებმაც მიიღეს.

WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო კონკურსიც მოწყო. ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით,  ჟიურის წევრებმა, ღვინის ექსპერტმა  ფელისიტი კარტემა, ენოლოგმა ჯუდი აურორამ, ღვინის ექსპერტმა მიხეილ მესხმა, ენოლოგებმა ანა გოდაბრელიძემ და ლევან მეხუზლამ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინეს.

კონკურსში 26 ბოლნისური მარანი, 36 სახეობის ღვინით მონაწილეობდა. ბოლნისური ღვინოებიდან 21-მა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაში მონაწილეობა  რეკორდულმა რაოდენობამ, 160-მა ღვინის მწარმოებელმა ოჯახურმა მარანმა, საშუალო და მსხვილმა საწარმომ მიიღო.

„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსსა და გამოფენაში ბოლნისელი მეღვინეები რამდენიმე წელია უკვე სისტემატიურად მონაწილეობენ. მინდა თითოეულ მეღვინეს მივულოცო კონკურსში გამარჯვება. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ბოლნისი, ქვემო ქართლში, ღვინის ტურიზმის ცენტრად აქციოს. სწორედ ამიტომ, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი აქტივობები ჩვენს მეღვინეებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროდუქცია არამარტო დარგის ექსპერტებს წარუდგინონ და  მათგან რჩევები მიიღონ, არამედ ღვინის რეალიზაციით დაინტერესებულ პირებსაც შეხვდნენ. ეს კი,  გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციას ხელს უდავოდ შეუწყობს. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერისთვის მსურს, კომპანია „არემჯის“ დიდი მადლობა გადავუხადო, მათი თანადგომა ჩვენი მარნების გაძლიერების პროცესში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics