13:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 18:15:54, 1011 ნახვა

სამართალი
სააკაშვილის ტრანსპორტირების შემთხვევაში გზების ბლოკირება - სუს-მა სახელმწიფოს დამხობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაიწყეს გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლა, კერძოდ, საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯარმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის 18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

აღნიშნული საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ ამ მოქმედებებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და ხელი შეუშალონ მსჯავრდებული მიხეილ სააკშვილის ეტაპირების პროცესს. ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტებმა, უარი განაცხადეს სახელმწიფო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან სასამართლოში. სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეებით მანიპულირება, წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ სუს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics