17:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 11:00:08, 782 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა კახეთში სტუმართ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთში, სტუმართ-მასპინძლობის სექტორის, კერძოდ, მცირე და საშუალო სასტუმროების და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს შეხვდა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და განხილულ იქნა სექტორისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება. ეკონომიკის მინისტრმა მათ ასევე გააცნო ინფორმაცია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის შესახებ, რომელიც აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ მონაწილეობა ახალ პროგრამაში, რომლის მიზანია აგრო და ეკოტურიზმის წახალისება - ეს გულისხმობს როგორც სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ასევე საკრედიტო-საგარანტიო უზრუნველყოფას და რაც მთავარია, გრანტ-კომპონენტს. აგრო და ეკოტურიზმის მხარდამჭერი კომპონენტით სარგებლობა შეუძლია  პრაქტიკულად, ყველა სასტუმროს და ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, რომ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაფართოება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ სექტორის ეფექტიანი და სწრაფი აღდგენა მნიშვნელოვანია და ამ მიზნით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა და ინიციატივა ხორციელდება.

ამასთან აღინიშნა, რომ მიუხედავად პანდემიის გამო არსებული მრავალი გამოწვევისა, მთავრობის, კერძო სექტორისა და პარტნიორების ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მუშაობით ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება.

„რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ბევრი გამოწვევაა, რომლებზეც ჩვენ, როგორც ყოველთვის, ერთობლივად უნდა ვისაუბროთ და ვიზრუნოთ, რომ სასტუმროებს მარტივად გადავალახინოთ გამოწვევები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მ.შ. თამარ ყორიაულმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics