22:59 - 06 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 17:10:02, 1016 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ სასტუმრო „რამადას" გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში, სასტუმრო „რამადას" გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.- ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სასტუმრო სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა. მის ასაშენებლად 27 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო მსოფლიო ცნობილი ბრენდის Ramada by Wyndham-ის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის მიუხედევად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში და ახალმა სასტუმროებმა დაიწყონ ოპერირება.

„ძველ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო იწყებს ოპერირებას, რომელიც  რამადას საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არის წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სრულიად ქართული, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია.  სასტუმროში წარმოდგენილია  108 ნომერი,  სარესტორნე ინფრასტრუქტურა, სპა. მნიშვნელოვანია, რომ 140-მდე ადამიანია დასაქმებული. ასევე აღსანიშნავია,  რომ პანდემიის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასტუმრო ძალიან სრაფად დაიტვირთება და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სტუმრებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics