|
2021-10-27 12:14:39, 789 ნახვა
ეკონომიკა
დედოფლისწყაროში ნავთობის დაღვრის პრევენციის სამუშაოები დაიწყო
სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნავთობის შემკრებ პუნქტში ნავთობის ტრანსპორტირების პროცესი დაიწყეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მირზაანის ნავთობის საბადოზე მდებარე ჭაბურღილებიდან მოპოვებული ნავთობი გროვდება მირზანიის ნავთობის შემკრებ პუნქტში განლაგებულ მცირე მოცულობის რეზერვუარებში, არსებული მდგომარეობით რეზერვუარები გადავსებულია და არსებობს დაღვრის და ეკოლოგიური კატასტროფის რეალური საფრთხე. მისი თქმით, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კანონმდებლობასთას სრული შესაბამისობით დაიწყო მირზანიის შემკრები პუნქტიდან დედოფლისწყაროს დიდი მოცულობის მქონე რეზერვუარებით დაკომპლექტებულ შემკრებ პუნქტში ნავთობის გადატანის და დასაწყობების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს და მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით. „აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ რამდენიმე გარემოებას: კომპანია „ფრონტერას" ყოფილი მენეჯერს ზაზა მამულაიშვილს შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი უფლებამოსილება წარმოადგენდეს კომპანია „ფრონტერას" ან ისაუბროს მისი სახელით, ამავე დროს ტეხასის სასამართლოს (281st Judicial District Court of Harris County, Texas, USA) მიერ გამოცემულია შემეზღუდავი ორდერი, რომელიც უკრძალავს ბატონ მამულაიშვილს და მასთან აფილირებულებს განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია "ფრონტერას" სახელით. ამასვე ადასტურებს აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია „ფრონტერას" სათაო ოფისის მიერ გაკეთებული განცხადებებიც. საქართველოში „ფრონტერა" ყოფილი მენეჯმენტის მიერ არაერთჯერადი, არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო მოქმედებების თუ უმოქმედობის და მის მიერ მიტოვებული ჭაბურღილებიდან ნავთობის დაღვრის შედეგად საკონტრაქტო ფართობზე დაზიანდა სახელმწიფო ქონება, მკვეთრად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა, დაირღვა გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები. დღეის მდგომარეობით არსებული გარემოსდაცვითი ზიანი აღემატება 500 000 ლარს," - განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა.
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)