17:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 10:32:07, 567 ნახვა

ეკონომიკა
კახეთის რეგიონში ყურძნის გადამმუშავებელი კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 23 მევენახე ფერმერს  აერთიანებს.  კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰა-ზე მეტი ვენახია.  ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 700,000 ლარზე მეტი თანხის  ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 495,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში, წელს  პირველად,  100 ტონაზე მეტი  ყურძენი გადამუშავდა. კოოპერატივი  ღვინის  ექსპორტს  გეგმავს.  

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი  და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით  მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში  სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი მიიღო; კოოპერაციული საწარმოს შექმნით, თითოეულ  მევენახეს მიეცა საშუალება, საკუთარი მოყვანილი ყურძენი გადაამუშაოს,  შექმნას  დამატებითი ღირებულება  და  მიიღოს მეტი შემოსავალი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

საქართველოს მასშტაბით,  მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის  მდგომარეობით, რეგისტრირებულია 839 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც გაერთიანებულია 9,109 მეპაიე,  მათ შორის,  კახეთის რეგიონში  120 სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივია, სადაც  1,392  მეპაიეა გაერთიანებული. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics