|
2021-10-26 18:46:35, 642 ნახვა
ეკონომიკა
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროექტი ხორციელდება
26 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" გახსნის ცერემონია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებაზე ოფიციალური მისალმება გააკეთეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა. დაძმობილების პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველი კომპონენტის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს შესწორება და განახლება. მეორე მათგანი ითვალისწინებს გამართული, ეროვნულ დონეზე რეგულირებული სარკინიგზო ბაზრის/სექტორის შექმნას. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ის ემსახურება რკინიგზის შესაბამისი უწყებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ პარტნიორებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ყველა აქტივობა უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ღონისძიებას დაესწრნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოდან, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ასევე დაძმობილების პროექტის ლიდერები და მთავარი ექსპერტები საქართველოდან და პოლონეთიდან. დაძმობილების პროექტი ხორციელდება პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის სარკინიგზო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან ერთად. პროექტი დაიწყო 2021 წლის მარტში და მისი საერთო მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოებისა და საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)