18:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 13:00:18, 720 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილმა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროებში; ასევე, იმსჯელეს ევროინტეგრაციის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებაზე.

სხდომაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმართულებებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა, კომისიის უკრაინის მხარის თავმჯდომარემ ოლეგ ნემჩინოვმა ისაუბრეს.

„საქართველოსა და უკრაინას არჩეული აქვთ სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ. ორივე ქვეყანა აღიარებს ყველა იმ ნორმატიულ და საკანონმდებლო ბაზას, რომელიც მისაღებია ევროპისთვის DCFTI-ს ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენ უნდა შევძლოთ იმ წარმატებების გამოყენება, რაც მიღწეული გვაქვს - საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უკრაინას ტექნოლოგიების განვითარებაში, რათა, შედეგად, ერთი მხრივ, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოძიებას და წარმოების ზრდას“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომისიის წევრებმა ქართული და უკრაინული კომპანიების მიერ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ეტიკეტების არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ოქმს ხელი ნათია თურნავამ და ოლეგ ნემიჩოვმა მოაწერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics