|
2015-02-03 10:55:49, 330 ნახვა
პოლიტიკა
აპატურაი: ბრიუსელში, თქვენ მოისმენთ ნატო–ს გზავნილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ
„თქვენ მოისმენთ ნატო–ს გზავნილს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, – ამის შესახებ ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელის მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდება, სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებაზე. „თქვენ მოისმენთ ნატო–ს გზავნილს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ იმ შეშფოთებაზე, რომელიც გვაქვს ე.წ. პროექტზე, საუბარი მაქვს სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გასაფორმებელ დოკუმენტზე. ამ თემაზე ძალიან მკაფიო იქნება ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა აპატურაიმ და საქართველოს ნატო–ს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა საქართველოს, რომ რჩება ჩვენს მისიაში, ავღანეთში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაი. ამასთან აპატურაი საქართველოში პროკურატურასა და შსს რეფორმების გატარების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება და განაცხადა, რომ ამ რეფორმებთან დაკავშრებით ბრიუსელში მსჯელობა იქნება. „ჩვენ ვიმსჯელებთ რეფორმებზე. მივესალმები, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გააკეთა განცხადება რეფორმების შესახებ, ვგულისხმობ პროკურატურასა და შსს. ვერშბოუმ ვიზიტის შემდეგ მითხრა, რომ საქართველოში ყველა მზადაა, ეს საჭირო და აუცილებელი რეფორმები გატარდეს. ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილემ მითხრა, რომ ამისთვის მზადყოფნა ყველა დონეზეა. ეს მისასალმებელია. ეს არის სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა აპატურაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)