|
2021-10-13 14:39:46, 655 ნახვა
საზოგადოება
პოდიუმიდან ავტომობილებში: ვოლვო ქარსისა და 3.1 ფილიპ ლიმის კოლაბორაცია
პოდიუმის კოლექციებიდან ავტომობილების ინტერიერამდე, ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ ეკოლოგიურად მდგრადი მასალების ალტერნატივა, - ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული პრემიუმ ბრენდის ვოლვოსა და თამამი ნაბიჯებითა თუ ინოვაციებით ცნობილი დიზაინერის ფილიპ ლიმის კოლაბორაცია. სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ბრენდები, წარმოებაში ეკომეგობრული მასალების გამოყენების იდეამ გააერთიანა. ასე, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სამგზავრო ჩანთა მათთვის, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. 3.1 ფილიპ ლიმი სცდება ალტერნატიული მასალების მოპოვების საზღვრებს და თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში რევოლუციას ახდენს, - წყალმცენარეებისგან დამზადებული კაბიდან დაწყებული, მაღალხარისხიანი გადამუშავებული მასალებით დამთავრებული. დიზაინერის სამგზავრო ჩანთის ლიმიტირებული ხაზი კი შეიქმნა ვოლვოს ინტერიერის ახალი ეკოლოგიურად მდგრადი მასალისგან, სახელწოდებით Nordico. კოლაბორაცია ვოლვოს იმ განაცხადს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც C40 Recharge-ით დაწყებული, ბრენდის ყველა ახალი, სრულად ელექტრო მოდელი ტყავის გარეშე, ეკომეგობრული მასალით აღიჭურვება. Nordico ვოლვო ქარსის მიერ შექმნილი ახალი, მაღალი ხარისხის ინოვაციური მასალაა, რომელსაც პირველად ბრენდის მომავალი თაობის სრულად ელექტრო ავტომობილებში გამოიყენებენ. ეს არის ქსოვილი, რომელიც პლასტმასის ბოთლების, შვედეთისა და ფინეთის მდგრადი ტყეების ბიო-მასალების და კორპის საცობების გადამუშავებით მზადდება. სწორედ ასეთი მასალით შეიქმნა აქსესუარი უქმეების ხანმოკლე დასვენებისათვის. ჩანთას აქვს შესანახი სივრცე, ორმაგი სახელური და სპეციალური სახელობითი ქისა. 3.1 ფილიპ ლიმის თანადამფუძნებელმა და კრეტიულმა დირექტორმა ფილიპ ლიმმა განაცხადა: ჩვენი ფასეულობები სრულად დაემთხვა ვოლვოს მიზნებს. ახალი ეკოლოგიურად სუფთა მასალით უნდა მივაღწიოთ საუკეთესო დიზაინს, უმაღლესი ხარისხის გარანტიით. ამ ხედვას იზიარებს და გადაწყვეტილებებში დარწმუნებულია კომპანია ვოლვოც. წინ მომავლის ავტომანქანებია, ამავე შთაგონებით შექმნილი სალონით, რაც ტყავზე უარის თქმას და ეკომეგობრული უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებას გულისხმობს. ვოლვო ქარსში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ახალი სტანდარტი პრემიუმ კლასის ავტომობილებში.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)