11:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 11:40:20, 381 ნახვა

საზოგადოება
ვერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

მიღებულია გადაწყვეტილება ვერის პარკის რეაბილიტაციის თაობაზე. თბილისის მერია პარკის საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენთვის რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში პრინციპულად მნიშვნელოვანია და მოქალაქეები ხედავენ, თუ რამდენი ახალი სკვერი, რამდენი რეაბილიტირებული, განახლებული პარკი გაჩნდა ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავალი თაობებისთვის. დედაქალაქს ამ მიმართულებით აქვს დიდი პოტენციალი, რესურსი და ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ვერის პარკის თანამონაწილეობითი დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცედენტი სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა  ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი პროექტია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა,  სრულ განახლებას საჭიროებს.

„არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მძიმეა.  სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს და ის ერთი წლის ვადაში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics