11:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 17:43:53, 1634 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა არალეგიტიმურად მუშაობს, რაც სტუდენტებს შორის დაპირისპირებას წარმოქმნის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა და მისი ხელმძღავენელბი 5 თვეა თანამდებობებს უკანონოდ იკავებენ.
როგორც "ექსპრესნიუსმა" გაარკვია ბოლო თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2018 წლის ნომებერში და მათივე დებულებით 2 წლის ვადით აქვთ განსაზღვრული უფლებამოსილება. ამავე დებულების მიხედვით და "განათლების შესახებ" კანონის  შესაბამისად, მომდევნო არჩევნები 2020 წლის ნომებერში უნდა ჩატარებულიყო. არჩევნები კორონავირუსის მეორე ტელღის გამო გადაიდო 6 თვით და  სტუდენტურმა თვითმართველობამ ვადა გაიხანგრძლივა, რისი უფლებაც, თსუ-ს  სტუდენტური თვითმართველობის დებულების მიხედვით განსაკუთრებული აუცილებლობითაა განსაზღვრული. 

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2021 წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო, თსუ-ს თვითმართველობამ არჩევნები არც, მაისის თვეში ჩაატარა.
აღნიშნული ფაქტი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანატმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა გააპროტესტეს, მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელიც თსუ-ს საიტის იურიდიული ფაკულტეტის გვერდზე განათავსეს, თუმცა სტუდენტების მტკიცებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადება საიტიდან წაშალა. განცხადებაში წერია:
" 2020-2021 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ვითარება, რაც ამ დრომდე დაწესებულებას არ გამოუცდია. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის მე-7 მოწვევის უფლებამოსილების ძირითადი 2-წლიანი და დამატებითი 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2021 წლის მაის-ივნისიდან მოყოლებული აღნიშნული წარმომადგენლობითი ორგანო, იურიდიული საფუძვლის არქონის მიუხედავად, კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნევს თავს. უფლებამოსილების ერთგვარი მითვისება, ფაკულტეტების საბჭოების მუშაობისთვის, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებისა და მისი შემდგომი ლეგიტიმაციისათვის გარკვეული სამართლებრივი რისკების შექმნა და რაც ძალზე საყურადღებოა, სტუდენტებისთვის შესაძლებლობის წართმევა, აირჩიონ მათი წარმომადგენლები ან არჩეულ იყვნენ ასეთად, მიუღებელია და მოითხოვს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის რეაგირებას " - წერია იურიდიული ფაკულტეტის გავრცელებულ განცხადებაში.

 თსუ-ს თვითმართველობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე გაბაშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ 2020 წლის ნოემბერში არჩევნები 6 თვით მისმა წინამორბედმა შოთა კეჟერაშვილმა გადაწია, რის უფლებასაც სტუდენტური თვითმართველობის დებულება აძლევდა. 
გაბაშვილის თქმით, 2021 წლის თებერვალში არა არჩევნების გზით, არამედ თვითმართველობის. საერთო კრების გადაწყვეტილებით, იგი არჩეული იქნა თვითმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, მან გამოსცა შესაბამისი დოკუმენტი რის მიხედვითაც არჩევნები კიდევ 6 თვით გადაწია.
როგორც "ექსპრესნიუსმა" გაარკვია, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არჩევნების გადაწევის უფლებამოსილება არ ქონდა, რადგან თვითმართველობის დებულებაში აღნიშნული ნორმა გაწერილი არაა, აქედან გამომდინარე, არჩევნები თსუ-ს თვითმართველობას "განათლების შესახებ" კანონის და მისი დებულების შესაბამისად 2021 წლის მაისში უნდა ჩაეტარებია.
ამაზე, ალექსანდრე გაბაშვილი აცხადებს, რომ 2021 წლის მაისში არჩევნებს კორონავირუსის გართულებების გამო ვერ ჩაატარებდა, რადგან მოქმედებდა, კომედანტის საათი  და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა შეჩერებული იყო. რაც როგორც გაბაშვილი ამტკიცებს სტუდენტების მობილიზებას ხელს შეუშლიდა.
"ექსპრესნიუსის" კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, არჩევნების 2021 წლის მაისში ელექტრონული წსით ჩატარება, გაბაშვილმა აღნიშნა, რომ თსუ-ს აიტი სამსახურმა ტექნიკური უზრუნველყოფის გარანტია ვერ მისცა. 
თვითმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არგუმენტებს არაკანონიერს უწოდებენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, მათ წერილი, უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს მიწერეს, სადაც განმარტეს თუ რატომაა არალეგიტიმური არსებული თვითმართველობის ორგანო.
"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თსუ თვითმმართველობის დებულების 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მიზანშეწონილობის საფუძველზე უფლებამოსილია, არჩევნები გადაავადოს არაუმეტეს 6თვით და ვალდებულია, დასამტკიცებლად წარუდგინოს სტუდენტური თვითმმართველობის ადმინისტრაციას.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2018 წლის ნოემერში. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ მორიგი მოწვევის თვითმმართველობას აქვს უფლებამოსილების 2 წლიანი ვადა. ზემოთ ხსენებული მუხლის შესაბამისი პუნქტისა და ქვეპუნქტის მიხედვით ამ ვადის გახანგრძლივება ხდება არაუმეტეს 6 თვით, მიზანშეწონილობის საფუძველზე. 6 თვე ამოიწურა 2021 წლის მაისში. ამ დროის განმავლობაში თვითმმართველობის წევრებს არ გადაუდგამთ ქმედითი ნაბიჯები მორიგი არჩევნების ჩასატარებლად. გაურკვეველ მიზეზთა გამო გადაწყდა, რომ 6 თვის ამოწურვის შემდეგ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მათ თვითნებურად გაიხანგრძლივეს უფლებამოსილება კიდევ 6 თვით.
იქიდან გამომდინარე, რომ ყოველგვარი ვადის ამოწურვის შემდეგ თვითმმართველობას იურიდიულად არანაირი უფლებამოსილება გააჩნია, შესაბამისად ფაკულტეტზე არ არსებობს სტუდენტების მიერ არჩეული ორგანო(თვითმმართველობა), საჭირო გახდა ჩატარებულიყო მორიგი არჩევნები, რათა ეს სამართლებრივი ვაკუუმი ამოვსებულიყო.
ზოგადად, თსუ თვითმმართველობის დებულების მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს არჩევნები, თუმცა თვითმმართველობის არარსებობიდან გამომდინარე, არავის, გარდა სტუდენტებისა, ჰქონდა უფლებამოსილება, ჩაეტარებინა მორიგი არჩევნები." -წერია რექტორისადმი მიმართვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics