12:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 12:17:17, 542 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის ახალი სოფელი აშენდა

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტი გერმანიისა და საქართველოს  მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

„ჩვენ გავხსენით ახალი სოფელი მარნეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლებითა და ინფრასტრუქტურით. 31 დევნილი ოჯახი, რომლებიც ამ ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ნგრევად შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ახალ ცხოვრებას იწყებენ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელთა დახმარებითაც მარნეულში, ინოვაციური პროექტი განხორციელდა და დევნილი ოჯახების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სწორედ იმ ადგილას შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ინტეგრირდნენ.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი ქართულ სოფელს ავაშენებთ, გორის მუნიციპალიტეტშიც სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს.

დევნილებზე ზრუნვა, კვლავ რჩება ჩვენს ურყევ პრიორიტეტად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებამდე, სათანადო საცხოვრებელი პირობები, შევუქმნათ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics