2021-10-10 12:02:47, 753 ნახვა
საზოგადოება
კარლ ჰარცელი -მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვის
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.
"მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს".- წერს ჰარცელი TWITTER-ზე.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 3 არასრულწლოვანია. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ ათი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ერთი ქალბატონი, საავადმყოფიში გარდაიცვალა,მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,