2021-10-08 16:37:48, 631 ნახვა
საზოგადოება
არსებული ინფორმაციით ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დედა, 2 ბავშვი და მაზლი იმყოფებიან
როგოორც მედიასთან საუბრისას ოჯახის ახლობელმა განაცხადა, ჩამონგრეული კორპუსის ბინაში , კერძოდ მეოთხე სართულზე, სახლში იმყოფებოდნენ დედა ორ შვილთან ერთად ბინაშ ასევე იმყოფება, მისი მაზლი.
„ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა ქალმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.
როგორც ბათუმის მერიია აცხადებს, ჩამონგრევისას შენობაში დაახლოებით 7-8 ადამიანი იმყოფებოდა, სულ სადარბაზოში 16-17 ოჯახი ცხოვრობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,