2021-10-08 13:33:29, 681 ნახვა
საზოგადოება
„შემიძლია სუნთქვა“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები შველას ითხოვენ
ბათუმელების მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები შველას ითხოვენ.
„შემიძლია სუნთქვა“- ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, დღეს 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,