|
2021-10-08 12:21:33, 569 ნახვა
საზოგადოება
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პირველი დღის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ადმირალ ბაუერის განცხადებით, სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას. „ნატოს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, - აღნიშნა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცენდენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადჰყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში. ოფიციალური განცხადებები ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრმა ადმირალ ბაუერს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ნატოს სამხედრო კომიტეტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებისას მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პოლიტიკაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ერთობლივად განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გაძლიერებული თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას, რაც ალიანსის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ძალისხმევას გულისხმობს. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მიერ წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს. საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში ადმირალი ბაუერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნენ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)