16:02 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 10:18:53, 428 ნახვა

საზოგადოება
ლიბერთის მხარდაჭერით გურიაში მცხოვრებ უხუცესებზე წიგნი „დიდი ადამიანები" გამოიცემა

ლიბერთის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი ახალი პროექტი „დიდი ადამიანები" ხორციელდება.

ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და მწერალი გიორგი კეკელიძე, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უხუცესი ადამიანების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ფოტოსა და ტექსტის საშუალებით გააცნობენ საზოგადოებას.

პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის"  სტრატეგიის  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ნათელა გრიგალაშვილი და გიორგი კეკელიძე პროექტის პირველ ათ გმირს  გურიაში                 შეხვდნენ.

„ლიბერთისთან ერთად ვაგრძელებთ იმ საქმეს, რომელიც 4 წლის წინ წამოვიწყეთ და გულისხმობს  ფოტოსა და ტექსტის კონტაქტს, ასევე მცდელობას, რომ  დავინახოთ ადამიანი და  უკვე შემდეგ დავინახოთ ამ ადამიანის ისტორია. პირველად ეს გავაკეთეთ გურიაში. ეს არის ათი ამბავი ათ ხანდაზმულზე. მე მგონია, რომ ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ აერთიანებთ ერთი - გურულობა და ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო ამბავი იქნება",- ამბობს გიორგი კეკელიძე.

პროექტზე მუშაობა და  ფოტოგადაღების პროცესი საინტერესო  აღმოჩნდა ნათელა გრიგალაშვილისთვის. „მეც და გიორგიც ძალიან კარგად ვიცნობთ რეგიონებს, მაგრამ ძიების პროცესი, ამ ადამიანებთან შეხვედრა, არის ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მოქმედებს პირადად ჩემზე და მინდა ეს დრო დიდხანს გაგრძელდეს ხოლმე. რაც უფრო დიდხანს ხარ ამ ადამიანებთან, უფრო მეტს და მეტს აღმოაჩენ. ვფიქრობ, რომ არათუ  ათი ადამიანი, თითოეულ სოფელში შეგიძლია ნახო ოცი, ოცდაათი ადამიანიც, რომელთან შეხვედრაც ძალიან საინტერესოა", - აღნიშნა ნათელა გრიგალაშვილმა.

ფოტოგრაფისა და მწერლის ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოჩენილ ადამიანებზე ფოტო ამბების ნახვა შესაძლებელი იქნება წიგნში, რომელიც  ლიბერთის  მხარდაჭერით გამოიცემა.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგია ითვალისწინებს ნებისმიერ მომხმარებელზე ზრუნვას და ადამიანებთან მარტივ ურთიერთობას.

პროექტის „დიდი ადამიანები" მხარდაჭერით ლიბერთი შეძლებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს  და დააფასოს ის  გამორჩეული ადამიანები,  რომლებსაც თავიანთი განსაკუთრებული ისტორია და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ.

ლიბერთის ახალი სტრატეგია გულისხმობს ყველასთვის ხელმისაწვდომობას და ჩვენ  მზად ვართ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც  ადამიანებთან უფრო დაგვაახლოებს და  ასევე, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა თაობის ადამიანების ურთიერთობას.

დიდი ინტერესით ველოდებით გიორგი კეკელიძის და  ნათელა გრიგალაშვილის ერთობლივ ნამუშევარს-  ადამიანების ფოტოებით გაცოცხლებულ  ისტორიებს, რომელიც ლიბერთის მხარდაჭერით წიგნადაც გამოიცემა",- განაცხადა ლიბერთის   CSR და კომუნიკაციების მენეჯერმა ნინი ბუკიამ.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის"  სტრატეგიისა  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი, ახლო მომავალში, ყველა  ასაკის ადამიანებისთვის, არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics