16:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 11:31:34, 456 ნახვა

საზოგადოება
ზრუნვის სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა გულისხმობს ზრუნვის სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, მოწყვლად ჯგუფებისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად ციფრულ სისტემაზე გადასვლის ეფექტურობის გაზრდას, სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეტად ადაპტირებას მიზნობრივი ჯგუფებისთვის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრები და სამომავლო აქტივობები. ამასთან, UNDP ორგანიზებას გაუწევს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების, მათ შორის სოციალური მუშაკების და სახელმწიფო თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლების შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ აქტივობებს; უზრუნველყოფს მასალებსა და სამუშაოებს, თბილისში  სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოდერნიზების მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სივრცის ბენეფიციარზე მორგებულ და ინკლუზიურ დიზაინს, აამაღლებს მოქალაქეთა მისაღები სივრცის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს რეგულაციების დაცვას.

პროგრამა ამასთანავე, განსაზღვრავს სააგენტოს მომსახურებების ციფრულ საჭიროებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ციფრულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

UNDP ასევე მხარს დაუჭერს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მოწყვლად თემებთან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ლგბტქ+ პირებთან ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობაში.

„მემორანდუმმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი თანამშრომლობა და უფრო მრავალფეროვანი სფეროები მოიცვა. ჩვენ ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ როგორც სოციალური მუშაობის გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისების დიგიტალიზაციის და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ. 

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ მოწყვლად ჯგუფებზე   ზრუნვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის,  მათი ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვისთვის. UNDP აფასებს იმ მნიშვნელოვან სამუშაოს და საქმიანობას რასაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics